თბილისის მერიამ ,კორუფციის პრევენციისა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ორი პროექტის განხორციელება დაიწყო

დედაქალაქის მერიამ ორი პროექტის განხორციელება დაიწყო. საქმე ეხება კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფას.

კორუფციული რისკების შეფასების დანერგვა ერთგვარი დამატებითი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მერიის შიდა აუდიტის სამსახური მერიის სტრუქტურულ ერთეულებში გამოავლენს სავარაუდო კორუფციული რისკების მქონე მიმართულებებს და აღნიშნული რისკების აღმოსაფხვრელად დაგეგმავს კონკრეტულ რისკის მართვის ღონისძიებას. წლევანდელი რისკების შეფასების ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია 13 სავარაუდო კორუფციული რისკი, რომელიც წლის ბოლომდე აღმოფხვრილი იქნება.

რაც შეეხება მეორე პროექტს – გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა, თბილისის მერია გეგმავს ე.წ. Bottom-Up მოდელის დანერგვით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მერიის სისტემაში საშუალო და ქვედა რგოლის როლის ზრდას. აღნიშნული ინიციატივა, ექსპერტების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე დაინერგება მერიის რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულებში. ქვედა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ თავიანთი დასაბუთებული წინადადებები და მიიღონ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ქვედა და საშუალო რგოლი ყოველწლიურად, კონფიდენციალური შეფასების სისტემის საშუალებით შეაფასებენ მათ ჩართულობას სამსახურის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს USAID GGI – დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა. რაც შეეხება კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიას, მის შემუშავებაში ჩართული იყო „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ამ ვითარებას ახლავს შანსები და ეს შანსები მხოლოდ ერთად ყოფნით იქნება გამოყენებული და არა ერთმანეთზე შეტევით
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – მტერი არის მომდგარი კარზე და უკრაინის დაცემის შემთხვევაში ქართულ სახელმწიფოს ემუქრება გაუქმება