თბილისის მერია ქვისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს

თბილისის მერის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქში ქვისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს. სამუშაოები დღეს დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდის პანდუსთან, ასევე ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე.

მერის განმარტებით, ტერიტორიაზე არსებული კლდეები პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, ამიტომ დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტის უჟანგავი ბადეები და დეტალები დაიფარა სპეციალური საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.

სამონტაჟო სამუშაოები შპს „მანგიმ” აწარმოა და მასზე ბიუჯეტიდან დაახლოებით, 855 ათასი ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიწყლის მილის დაზიანებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ზარალი ანაზღაურდება
შემდეგი სტატიაკომპანიას, რომელიც ფლობდა მიწის ნაკვეთს ნუცუბიძეზე, ფარცხალაძესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს