თბილისის მერია გლდანში ახალი პარკის მშენებლობას იწყებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 4, 2018 11:01

თბილისის მერია გლდანში ახალი პარკის მშენებლობას იწყებს

გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ხვალ იწყება და 4 თვეში დასრულდება.

“მინდა ერთი სიახლე გაგიზიაროთ. ვიცი, რომ ამით განსაკუთრებით გლდანის მოსახლეობა გაიხარებს. როცა წინასაარჩევნოდ შეხვედრა მქონდა გლდანის მოსახლეობასთან, მათ დავპირდი, რომ გლდანში განვახორციელებდით პარკის პროექტს. იქ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 13 000 კვადრატული მეტრი. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, სასეირნო სივრცე, სათამაშო მოედნები, ბილიკები და ა.შ. პროექტები 4 თვის განმავლობაში დასრულდება. მე- 6 მიკრორაიონში 4 თვეში ულამაზესი პარკი იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 4, 2018 11:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics