თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და 12 მილიონს სესხულობს – ხმაურიანი სხდომა საკრებულოში

მერია ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის და დამატებით 200 ათას ლარს რიცხავს ბიუჯეტიდან. ხელფასები ეზრდებათ ურბანული სამსახურის თანამშრომლებს, გარდა ამისა ამ სამსახურში ემატებათ ახალი თანამშრომლებიც.

საკითხის განხილვას საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე ხმაური და კამათი მოჰყვა.

ოპოზიცია ურბანული სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატებას და ახალი კადრების დამატებას აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერია ზრდის ურბანულ სამსახურში შტატებს, მაგრამ ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასის გაზრდაზე არ ზრუნავს.

ხაბეიშვილს საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი დაუპირისპირდა. დავითულიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ურბანული სამსახურის თანამშრომლების ხელფასის გაზრდისთვის არის საკმარისი თანხა.

„ვრიგდებით, რომ ბაღების პედაგოგებს ანაზღაურება აუცილებლად უნდა გაიზარდოს, უბრალოდ ურბანულის თანხა გაგვაჩნია და ბაღების პედაგოგების თანხის გაზრდას დაახლოებით 15 მილიონი მაინც გვიწევს და არ გაგვაჩნია,“-განაცხადა დავითულიანმა.

ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ვერასოდეს გაიზრდება პედაგოგების ხელფასი, თუ ურბანულ სამსახურში შტატები ყოველჯერზე მოიმატებს.

საკრებულოს სხდომაზე დებატები გაიმართა მერიის გადაწყვეტილებაზეც, რომლიც კომერციული ბანკებისგან 12 მილიონიანი ვალის აღებას უკავშირდება. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნასესხები 12 მილიონიდან სოციალურ პროექტებს არცერთი ლარი არ მოხმარდება.

„მაცადეთ ძალიან გთხოვთ, კარგი გამოსვლა იყო, რომ ბიუჯეტი იზრდება და თბილისელებს უკეთესი პირობები ექნებათ ეს პათოსი კარგი იყო მომეწონა. ეს სესხს რომ ვიღებთ დამატებით 65 მილიონი რომ გვაქვს და დამატებით კიდევ 12 მილიონს, თან ანგარიშზე რომ გვიდევს ტყუილად და მომსახურებაშიც არაფერს რომ არ ვიხდით ესეც კარგი იყო,“-ამბობს ხაბეიშვილი.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილის საპასუხოდ ამბობს, რომ მას ტყუილი არ უთქვამს, როცა სოციალური პროექტების შესახებ საუბრობდა.

banner
წინა სტატიაში“არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ცოცხლები ვართ” – ჭიათურაში პროტესტმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო
შემდეგი სტატიაფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას მმართველ გუნდში ორგანიზებულ დანაშაულთან გამკაცრებულ ბრძოლას უკავშირებენ