თბილისის მერია 2 ივნისიდან, აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას იწყებს

აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთში, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაარანაირი ზეწოლა არ უნდა იყოს, მე გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ – ზურაბიშვილი შეწყალებაზე