თბილისის ისტორია ლეღვთახევის კლდეზე

კომპანია „ბოქს მედია გრუპ“-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში ვიდეო პროექციით კლდეზე თბილისის ისტორია გაცოცხლდა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

ლეღვთახევის კლდეზე ვიდეო პროექციით წარმოდგენილი იყო ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეო კლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეო ანიმაცია.

4G2A1381 copy
პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტექნოლოგიებისა და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებითა და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი ლეღვთახევი შეარჩიეს.

4G2A1551 copy
პროექტის მიზანია ტურისტებმა ძველი თბილისის ისტორიული იერსახე გაიცნონ, შეიტყონ საქართველოს დაცული ტერიტორიების, ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა ამბროლაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გახსნა
შემდეგი სტატიამყინვარწვერზე რუს მთამსვლელს ეძებენ