უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის “შავი არწივის” ცნობით, დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ავდეევკას მიმართულებაზე დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, ისინი ფრონტის ხაზიდან ქართველი მებრძოლის, სოსო გუგუტიშვილის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ. გუგუტიშვილი იმავე მიმართულებაზე, საბრძოლო მოქმედებების დროს, 6 მაისს დაიღუპა.

“ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე. ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს. ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!” – წერს “შავი არწივი”.

უცნობია როდის იქნება შესაძლებელი ფრონტის ხაზიდან დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება.

უკრაინაში ქართველი მოხალისეები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძვიან. დღემდე საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა
შემდეგი სტატიააქუბარდია – „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია