თბილისის “დინამოს” და ბათუმის “დინამოს” გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თბილისის “დინამოსა” და ბათუმის “დინამოს” შეხვედრაზე ჩხუბი მოხდა. შეხვედრაზე, რომელიც ქობულეთში, საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარეობდა, გულშემატკივართა შორის ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.  ჩხუბი თამაშის ბოლო წუთებში დაიწყო და ის სტადიონის გარეთაც გაგრძელდა. დაშავებულები არ არიან.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვის მიზნით რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
საფეხბურთო მატჩი თბილისის “დინამოს” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

წყარო: WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშიგამრეკელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლის დროული ამოქმედება მთავრობის ნაბიჯებზეა დამოკიდებული