თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმის შესახებ ცრუ ინფორმაცია სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლეებმა გაავრცელეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

თბილისის 22-ე სკოლაში ნაღმის შესახებ ცრუ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტ 112-ში სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლეებისგან შევიდა. პირველი არხის ინფორმაციით, 112-ში დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა დარეკეს. მოგვიანებით ისინი საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს კვლავ დაუკავშირდნენ და თქვეს, რომ იხუმრეს.

პირველი არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შეტყობინება 112-ში ნამდვილად შევიდა, ფაქტზე რეაგირება მოხდა და სამართალდამცველები ადგილზე გავიდნენ, თუმცა უწყებაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

​შსს-ს ცნობით, ფაქტზე ​დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

მომხდარი ფაქტის გამო, თბილისის 22-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ” – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა