თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ორგანიზებით შემაჯამებელი აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებისა და აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები მათი დისტანცირების მიზნით განათავსეს. აქციაზე მისულები თერმოსკრინინგს გადიან, მათ პირბადეებსაც ურიგებენ და მათი გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან.

მოგვიანებით აქციაზე მისულ მოსახლეობას „გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სიტყვით მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიმობილური აპლიკაცია – „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიამარტვილში ინტერვიუს ჩასაწერად მისული ჟურნალისტების დანახვისას ქალმა პოლიცია გამოიძახა