თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს – ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერები ირაკლი კუპრაძის გათავისუფლების მოთხოვნით დიღმის მთავარ სამმართველოსთან მივიდნენ. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ “ბრძოლა იქნება ბოლომდე”.

“აქ ვდგავართ იმიტომ რომ, პირველ რიგში დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს.
რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება პრინციპული. დღეს სახლში ჯდომის და პასიურობის დრო არ არის. პასიურობა ერთ დღეს რუსეთში გაგვაღვიძებს. თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართელველოს გამარჯვებამდე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს დააკავა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ შური იძია ელისაშვილზე – საპარლამენტო ოპოზიცია
შემდეგი სტატიაგაუგებარია, რატომ ჰყავთ ირაკლი დღემდე ირაკლი წინასწარი დაკავების იზოლატორში – ადვოკატი-