„თავისუფალი საქართველო“ პარკირების უკანონო ჯარიმებს ასაჩივრებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, პარკირებასთან დაკავშირებით დამკვიდრდა უკანონო პრაქტიკა, როდესაც ადმინისტრაცია ავტომანქანის მესაკუთრეებს არასათანადო წესით უგზავნის შეტყობინებას დაჯარიმების შესახებ. იმის გამო, რომ ადრესატი ვერ ახერხებს შეტყობინების ჩაბარებას, ხდება საურავის დაკისრება და სხვა ადმინისტრაციული ზომების გამოყენება, როგორიცაა ავტომობილის ჩამორთმევა, ანგარიშების დაყადაღება და სხვა.

„თავისუფალი საქართველოს“ იურისტები მოქალაქეებს ადამინისტრაციულ დავაში უფასო კონსულტაციას და დახმარებას ჰპირდებიან. ამჟამად „თავისუფალ საქართველოს“ რამდენიმე ათეული მოქალაქის უკანონოდ დაჯარიმების საქმე აქვს გასაჩივრებული თბილისის მერიაში

banner
წინა სტატიაშიკომიტეტმა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე ევსაქების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს