“თავდასხმები საქართველოს ომბუდსმენზე მიუღებელია… მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები”-Amnesty International

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, Amnesty International საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ომბუდსმენისა და უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობას და მისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს.

თავდასხმები საქართველოს ომბუდსმენზე, რომელიც ადამიანთა უფლებებს იცავს, მიუღებელია. მთავრობამ კი არ უნდა შეაფერხოს, არამედ პატივი უნდა სცეს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობას და მათი რეკომენდაციები, პრიორიტეტული გახდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რეალობაში უნდა განახორციელოს, – წერს Amnesty International Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშიიან კელი-“ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ ის წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში”
შემდეგი სტატიამარიამ ჯიშკარიანი: მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული