თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

news
ავტ.: news იანვარი 11, 2016 12:40

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ

მნიშვნელოვანი

  • განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორმა", რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებულებს მხარდაჭერას უცხადებს. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საინჟირნო სამშენებლო ბაზის გაუქმების შესახებ თანამშრომლებმა საახალწლოდ შეიტყვეს.

სხვა სტატიები

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები აქციას მართავენ. აქცია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საინჟინრო სამშენებლო ბაზასთან მიმდინარეობს. ეს ის ბაზაა, რომელიც თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებით გაუქმდა, 700-მდე თანამშრომელი კი უსამსახუროდ დარჩა. “გათავისუფლებული თანამშრომლები თავდაცვის სამინისტროსგან გათავისუფლების მიზეზის განმარტებას მოითხოვენ. დაველოდებით, თუ რამეს აგვიხსნის თავდაცვის სამინისტრო, თუ არა და ვიფიქრებთ უკვე იურიდიულ ფორმებზეც, სარჩელის მომზადებასა და პერმანენტულ აქციებზე”,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “აპრიორმა”, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებულებს მხარდაჭერას უცხადებს. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საინჟირნო სამშენებლო ბაზის გაუქმების შესახებ თანამშრომლებმა საახალწლოდ შეიტყვეს.

news
ავტ.: news იანვარი 11, 2016 12:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,454
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics