“თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა ამ წუთას ცალსახად აუცილებელია”

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების თანამდებობებზე დარჩენა შესაძლოა არაორდინალურ ვითარებასაც ქმნიდეს, თუმცა მისივე განცხადებით, „თავდაცვის მინისტრის“ ამ პოზიციაზე დარჩენა ამ ეტაპზე ცალსახად მნიშვნელოვანია.

„მესმის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, წინა საარჩევნო პერიოდში ძალიან არაორდინალურ ვითარებაში ვართ. არ ყოფილა საქართველოში მსგავსი პრეცედენტი, რო პარტია, რომელიც გადის ცალკე არჩევნებზე ყავდეს მოქმედი მინისტრები, თუმცა ეს აპრობირებული პრაქტიკაა ევროპაში და ჩვენ ისევ და ისევ ვამბობთ, რომ მინისტრები მანამ იქნებიან სანამ მთავრობაში ამის აუცილებლობაა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენის აუცილებლობა ამ წუთას ცალსახად აუცილებელია. შესაბამისად ველოდებით გარკვეული მოვლენების დასრულებას პოზიციტიურად, რადგანაც ამ საკითხებს პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხებს. დანარჩენი კი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხდება“,-განაცხადა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიშპს „თბილსერვის ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიულია ტიმოშენკო ბებია გახდა