თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს უმასპინძლა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსებ ნოლტე დაესწრნენ.

ლევან იზორიამ სტუმრებს გერმანიის გაერთიანების დღე მიულოცა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გერმანულმა მხარემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის უწყებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

საუბარი შეეხო აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში გერმანიის მხარდაჭერის, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივად მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაში“მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება”- სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : “წადი არჩევნებზე, განსაზღვრე შენი ქვეყნის მომავალი!”