თავდაცვა – ჯარისკაცმა თვითმკვლელობის მიზნით იარაღიდან გაისროლა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს, სამხედრო მოსამსახურემ თვითმკვლელობის მიზნით საკუთარი იარაღიდან გაისროლა. სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ, I კლასის რიგითმა ჯ.ძ.-მ განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა. სამხედრო მოსამსახურე დაუყონებლივ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის მიზნით, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”. – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხისკენ, სადაც ნიკა მელია იმყოფება, ავტომობილებით მსვლელობა გაიმართება
შემდეგი სტატიაპარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს