თამაზ მეჭიაური: “ქართული ოცნების” ახალ სახეებს რუსეთში ბიზნეს კავშირები აქვთ

თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს აფასებს. დეპუტატის განცხადებით, მმართველი პარტიის ახალ სახეებს ბიზნეს კავშირები აქვთ რუსეთში და მათ უმრავლესობას გაუჭირდება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების კურსის მხარდაჭერა.

“მათ გაუჭირდებათ დაამტკიცონ ნატოსადმი მათი ერთგულება, დაუმტკიცონ ამომრჩეველს, რომ მაინცდამაინც ნატოში არის ხსნა. მე ვიცი მათგან ბევრი, რუსეთში აქვთ გახურებული ბიზნესი და მშვენიერი ურთიერთობები აქვს იქ და მგონი დასავლეთში ნამყოფიც არ არის. მე ხომ ვიცი ვისთან მიდის მოლაპარაკებები და რასთან, რადგან ახლა ბატონი ბიძინა ახლა ისე აღარ აფინანსებს მაინდამაინც და თვითონ დაუწყეს ძებნა ფულიან მაჟორიტარების კანდიდატებს,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

 

banner
წინა სტატიაშიდემოკრატებზე გაბრაზებული ობამას ძმა ხმას ტრამპს აძლევს
შემდეგი სტატიაNDI პარტიების რეიტინგების პრეზენტაციას 29 ივლისს გამართავს