თამაზ მეჭიაური: ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ფართომასშტაბიანი კონსულტაციები საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ჯერ არ მიმდინარეობს.

როგორც მეჭიაურმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, კვოტები და საარჩევნო სიებში ადგილები კოალიციის შიგნით სამართლიანად უნდა გადანაწილდეს. კერძოდ, მისი შეფასებით, კოალიციაში შემავალ სუბიექტს, უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა.

„კოალიციის შემთხვევაში, ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა. თუ რომელიმე სუბიექტს გაცილებით დიდი მოთხოვნა ექნება, ვიდრე მისი რეიტინგია და კოალიციაში შემავალი სუბიექტები ვერ შეთანხმებიან პროცენტულ თანაფარდობაზე, მაშინ ერთადერთი გამოსავალი რჩება. ყველა იმ პარტიას კი, რომელსაც გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვს, ვიდრე მისი რეიტინგია, მინიმუმ უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ის 5%-იან ზღვარს გადალახავს. თუ ვერ გადალახავს, მაშინ მას ფრაქციაც არ ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, თუ სუბიექტს კოალიციაში გარანტირებული ფრაქცია აქვს და უარს ამბობს და კიდევ უფრო მეტი უნდა, მაშინ მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის მეტს იმსახურებს,- უნდა წავიდეს დამოუკიდებლად, თუ მართლა თვლის, რომ იდეები აკავშირებს დანარჩენ სუბიექტებთან და არამხოლოდ მანდატების მოპოვების ინტერესი. გავიდეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ამომრჩეველი მას განუსაზღვრავს მანდატებს და შემდეგ, პარლამენტში მოხდეს ამ ბლოკში მისი შესვლა და უკვე იქ, იმ ბლოკიდან მოითხოვოს იმდენი, ხელისუფლების ის ნაწილი, რა ნაწილითაც ის შევა ამ ბლოკში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, მეჭიაურის განმარტებით, ის არ ფლობს ინფორმციას, რომ საარჩევნო სიებში „რესპუბლიკური პარტია“ მანდატების 25%-ს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: 112-ის დისპეჩერო სამსახურში გადატვირთულობის გამო 300 უპასუხო ზარი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაგრიპის ვირუსთან დაკავშირებით ოთხი კლინიკა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს