გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ოთხი კლინიკა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებისთვის ყველა ამბოლატორიული დაწესებულება მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, ვირუსული გრიპის ინფექციის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პირველ რიგში მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, რომელიც მოგემსახურებათ როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ბინაზე.

როდესაც თვლით, რომ ვირუსული გრიპის ინფექციის გართულებასთან დაკავშირებით გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მხოლოდ მაშინ დარეკეთ 112-ზე, სადაც დახმარებას გაგიწევენ როგორც სასწარფო სამედიცინო პერსონალი, ასევე დამატებით 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მორიგე საოჯახო მედიცინის ცენტრები.

24 საათიან რეჟიმში მომუშავე საოჯახო მედიცინის ცენტრები ღამის საათებში ემსახურება მხოლოდ ვირუსული გრიპის ინფექციის მქონე პაციენტებს.

24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებია:

“საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი”-მის:წინამძღვრიშვილის ქ.57

კლინიკა “მედსი”- მის: ქიაჩელის ქ.N18

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო- მის:ვაჟა-ფშაველას გამზ. N29

კლინიკა “მედკაპიტალი”-მის:გლდანი, ვეკუას ქ.N18

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს მისი რეიტინგის შესაბამისი ადგილების რაოდენობა
შემდეგი სტატია“მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე პარლამენტში და არა ბატონი წიკლაური, როდესაც ნაბახუსევზე გაიღვიძებს “