თამაზ მეჭიაური: “ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება ამომრჩევლის იაფფასიანი მოზიდვის გზაა“

პარტია “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერ თამაზ მეჭიაურისთვის ქართულ ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება მიუღებელია.

მეჭიაური თვლის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს საკუთარი სამშობლოს დაცვის ვალდებულება გააჩნია, სავალდებულო გაწვევის გაუქმება ქვეყნის დემორალიზაციას გამოიწვევს და აღნიშნული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ამომრჩეველის მოზიდვის გზაა.

“ყველა ჩვენგანმა უნდა გავიღოთ ჩვენი წვლილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და უსაფრთხოებისათვის. ის რომ, ადამიანს მისცე უფლება, ქვეყნის დაცვა მისი ნება იყოს, არ მიმაჩნია სწორად. ეს გამოიწვევს ქვეყნის დემორალიზაციას.

ქვეყნის დაცვის ვალდებულება უნდა ჰქონდეს ყველას. ეს ქვეყანა ისევეა ჩემი, როგორც სხვისი, მიმაჩნია, რომ ჩემმა შვილებმაც უნდა იმსახურონ და დაიცვან თავისი ქვეყანა. საბჭოთა ჯარში ვიმსახურეთ და იმას ვთვლიდით პატრიოტიზმად და თავისი ქვეყნის ჯარში რომ ადამიანმა იმსახუროს, რა არის ამაში უცნაური ვერ გავიგე. ეს არის იაფფასიანი გზა, რომ ამომრჩეველი მოიზიდო“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ცნობისთვის დღეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშილალი ნიკოლაშვილი: მაგდა პაპიძის ფრჩხილის ფრაგმენტებში მეუღლის შარვლის ქიმიური ბოჭკოები აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: „არ ვიცი რა სიებზე საუბრობთ ან ვინ ავრცელებს ამ სიებს..”