ლალი ნიკოლაშვილი: მაგდა პაპიძის ფრჩხილის ფრაგმენტებში მეუღლის შარვლის ქიმიური ბოჭკოები აღმოჩნდა

შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის პროცესზე სამხარაულის სხვადასხვა პროფილის ექსპერტების დაკითხვა გრძელდება.

ამ წუთებში იკითხება სამხარაულის ექსპერტ-ქიმიკოსი, რომელმაც ავტომანქანიდან, ტანსაცმლიდან, თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების, ასევე მაგდა პაპიძის ფრჩხილების ფრაგმენტებიდან ამოღებული მიკრონაწილაკების ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარა.

ლალი ნიკოლაშვილის ჩვენებით, მაგდა პაპიძის მარჯვენა მტევნის ფრჩხილის ფრაგმენტებში, მისი მეუღლის, ომარ ქაფიაშვილის შარვლის ქიმიური ბოჭკოები აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, ფრჩხილებში ტანსაცმლის ქიმიური ბოჭკოები მჭიდრო შეხების შედეგად ჩნდება. ექსპერტის განმარტებით, მაგდა პაპიძის იმ მაისურის ქიმიური ბოჭკოები, რომელიც განსასჯელს შემთხვევის ღამეს ეცვა აღმოჩნდა ბავშვის, თორნიკე ქაფიაშვილის მარჯვენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებში. რაც შეეხება ომარ ქაფიაშვილის ფრჩხილების ექსპერტიზას, მის ფრაგმენტებში პაპიძის ტანსაცმლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.

სპეცფირფიტების საშუალებით კვლევისათვის საჭირო მიკრონაწილაკების ამოღება ავტომანქანიდანაც მოხდა, სადაც თორნიკე ქაფიაშვილის ტანსაცმლის ქიმიური ბოჭკოები ამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიდარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: “ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება ამომრჩევლის იაფფასიანი მოზიდვის გზაა“