კახი კალაძე: „არ ვიცი რა სიებზე საუბრობთ ან ვინ ავრცელებს ამ სიებს..”

იქნება თუ არა კახი კალაძე სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – შეკითხვა ვიცე-პრემიერმა უპასუხოდ დატოვა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი გახდება ცნობილი.

კახი კალაძის თქმით მისთვის უცნობია, თუ რა სიებზე გავრცელდა დღეს მედიაში ინფორმაცია. „არ ვიცი რა სიებზე საუბრობთ ან ვინ ავრცელებს ამ სიებს. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უახლოეს მომავალში წარადგენს სიას. მოხდება წარდგენა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ა.შ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: “ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმება ამომრჩევლის იაფფასიანი მოზიდვის გზაა“
შემდეგი სტატიავან ბაიბურთი: სომხეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებს