თამარ ჟვანიას პარლამენტის შენობაში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილების ფონზე მოუწია

საქართველოს პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მივიდა. ჟვანიას პარლამენტის შენობაში შესვლა სამოქალაქო აქტივისტების შეძახილებისა და „სირცხვილის კორიდორის“ გავლის ფონზე მოუწია.
„მონა, მონა”- ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.
სწორედ ამ შეძახილებისა და ე.წ. სირცხვილის კორიდორის ფონზე შედიან პარლამენტის შენობაში ახალი მოწვევის დეპუტატებიც.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : დღეს ვართ დამოუკიდებლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება
შემდეგი სტატიამე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა