თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა

საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. საარჩევნოსისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) დაჯილდოების ცერემონიასვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლა. თამარ ჟვანიას ჯილდო IFES-ისპრეზიდენტმა ბილ სუინიმ გადასცა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდასაქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე ასევედაჯილდოვდნენ IFES-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარეჯუდი ბლექი, კონგრესმენი დევიდ პრაისი და ამერიკის შტატების ორგანიზაციისგენერალური მდივანი ლუის ალმაგრო, მათ ჩარლზ მანატის დემოკრატიისჯილდო გადაეცათ.ბაქსტერის ჯილდო, რომელიც 9 წლის წინ IFES-ში დაარსდა, საარჩევნოადმინისტრაციებში იმ ადამიანების წარმატებულ საქმიანობას აღნიშნავს,რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უწყობენ ხელს ადგილობრივისაარჩევნო პროცესების განვითარებას, გამჭვირვალობას და შემდეგ უკვე ამპროცესების მდგრადობის შენარჩუნებას (ჯო სი ბაქსტერი თავად ამ პრინციპებსემსახურებოდა წლების განმავლობაში IFES-ის უფროსი მრჩევლის რანგში).ის პირადი და პროფესიული მიღწევები, რაც დადებით გავლენას ახდენსზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ეფექტურიადმინისტრირება, მოქალაქეების უფლებების დაცვა განვითარებად ქვეყნებში,დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობა – ეს იმ კრიტერიუმების არასრულიჩამონათვალია, რითაც ფასდებიან ბაქსტერის ჯილდოს ნომინანტები.

IFES-ი, 2009 წლიდან დღემდე, დაჯილდოების ცერემონიით აღიარებს იმპროფესიონალების გამორჩეულ მიღწევებს, რომლებიც თავისი საქმიანობითყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას,თავისუფლებას და დემოკრატიას.აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)1995 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა დაპოლიტიკური პროცესების განვითარებას. ორგანიზაცია მრავალი წელიათანამშრომლობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან დასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი ერთობლივი მასშტაბურიდა წარმატებული პროექტი განხორციელდა. დემოკრატიული პროცესებისგანვითარების ხელშეწყობის მიზნით 1987 წლიდან დღემდე IFES-ი საკუთარსაქმიანობას 145 ქვეყანაში ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლს შეხვდება
შემდეგი სტატია“ამით კი არ გვაშინებთ, გვაძლიერებთ” – ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს