თამარ ჟვანია უკანონობის აღკვეთის ნაცვლად დარღვევების “გაპრავებით” დაკავდა- ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით , ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნაცვლად იმისა რომ დარღვევებზე დროული რეაგირება ქონდეს, დარღვევების „გაპრავებითაა“ დაკავებული.
„ერთ-ერთი მთავარი დარღვევა, რომელზეც დღეს ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს და არის საგანგაშო, არის ის რომ ყველა საარჩევნო უბანზე რეგისტრატორების უკან დგანან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მისული ამომრჩევლების იდენტიფიცირებას ახდენენ. ეს არის ძალიან დიდი დარღვევა და არის იმედგაცრუება, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ იმის ნაცვლად რომ დროულად აღეკვეთა ეს უკანონობა, ამ პროცესის „გაპრავებით“ დაკავდა. ჩვენ ველოდებით რომ მსგავსი ფაქტები იქნება სასწრაფოდ აღკვეთული“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში15 საათის მონაცემებით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭაშია-ყველაზე დაბალი შიდა ქართლში
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: მარნეულში სპეციალური დანიშულების რაზმი შეიყვანეს