ნუკრი ქანთარია: თამარ სანიკიძე არ არის ის პიროვნება, რომ კომუნიკაციას გაურბოდეს

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სიტუაციების გამო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. უმცირესობაში ფიქრობენ, რომ მინისტრმა დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საინტერესოა თამარ სანიკიძის პირადი აზრი. მმართველი გუნდი კი მინისტრის პარლამენტში გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავს.

„თამარ სანიკიძე არ არის ის პიროვნება, რომ კომუნიკაციას გაურბოდეს, ან პარლამენტში მოსვლის ერიდებოდეს, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ ვთვლით, რომ ეს ასეთ მასშტაბში უნდა გადავიდეს და ვრიდებით, რათა ამ საკითვის პოლიტიზირება არ მოხდეს. ამიტომ, ველოდებით რომ ეს საკითხები შიგნით გაირკვევა. აქ ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს გარდა იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ხმა აიმაღლოს?!“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე 12 კილოგრამი ოქროს შემოტანის ფაქტი გამოვალინა
შემდეგი სტატიაქვემო ფონიჭალასთან ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა