თამარ სანიკიძე: 2013 წლამდე საერთოდ არავინ აკონტროლებდა სკოლაში არსებულ მდგომარეობას

განათლების მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებში კვებასთან დაკავშირებით სტანდარტის სარეკომენდაციო პაკეტი შეიმუშავა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი, სკოლების შემოწმებას განაგრძობს.

მისი თქმით, სამომქედო გეგმა შემუშავდება, თუ როგორ აპირებს უწყება ამ პრობლემების დაძლევას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა, რომ ეს თემა კიდევ ერთხელ წამოვჭერით, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ უბრალოდ ხელშემშლელი პირობა იყო, ის, რომ 2013 წლამდე აღმოჩნდა, რომ საერთოდ არავინ აკონტროლებდა სკოლაში მდგომარეობას და რეალურად არ გაგვაჩნდა არანაირი მასალა, რაზე დაყრდნობითაც გავაკეთებდით ანალიზს და ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით. კარგია, რომ დავიწყეთ 2013 წელს. ჩვენ შევაჯერეთ ამ მონიტორინგის შედეგები, რის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრომ სტანდარტის სარეკომენდაციო პაკეტი შეიმუშავა, ბატონი ოთარის უწყება მუშაობს და გააგრძელბეს მუშაობას შემოწმებების კუთხით და ჩვენ უკვე ძალიან მალე, გვექნება სამომქედო გეგმა, როგორ ვაპირებთ ამ პრობლემების დაძლევას, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელთან შედარებით დღეს მდგომარეობა, უმნიშვნელოდ მაგრამ გამოსწორებულია, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ რადიკალური ცვლილებები არ განვახორციელოთ. ამისათვის მზაობა არის, გეგმაც არის“, – განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით ბაღების შერმოწმებაც ხდება.

banner
წინა სტატიაშიმოდულის შენობაში გიორგი სამუშიას დაკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: კორეიდან ჩინეთის გავლით საქართველოში სატვირთო მატარებელი დღე-დღეზე შემოვა