მოდულის შენობაში გიორგი სამუშიას დაკითხვა მიმდინარეობს

ე.წ. მოდულის შენობაში მოქალაქე ელბერტ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ბრალდებული გიორგი სამუშიას დაკითხვა მიმდინარეობს.
ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფებოდა შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გიორგი სამუშიას ადვოკატი რომეო საჯაია.
ჟურნალისტებთან საუბრისას რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ მას რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდა შესაძლებლობა დაკავებულ გიორგი სამუშიასთან შესულიყო. რომეო საჯაიას თქმით, მისთვის ცნობილია, რომ გიორგი სამუშია ე.წ.მოდულის შენობაში იმყოფება. დაკავებულისგან მან ტელეფონზე მიიღო შეტყობინება, რომ სასწრაფოდ მისულიყო მოდულის შენობაში, რადგან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ადვოკატისთვის უცნობია რა სახის ზეწოლა განხორციელდა დაკავებულ გიორგი სამუშიაზე. როგორც ადვოკატი აცხადებს, გიორგი სამუშიასგან ცრუ ჩვენებებს ითხოვდნენ სხვადასხვა ადამიანების მიმართ. ადვოკატი შენობაში დაახლოებით ერთი საათია რაც შევიდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: პატრიარქს არავის ფუნქცია, მითუმეტეს თავის დაცვა, არ სჭირდება
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: 2013 წლამდე საერთოდ არავინ აკონტროლებდა სკოლაში არსებულ მდგომარეობას