თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა… იქ იყო აბსოლუტური წალკოტი – დოლიძე

სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მისი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ამ რაიონში არსებულ პრობლემებს ვერ უმკლავდება.

დოლიძეს ვოლსკის პოლიტიკურ და პროფესიულ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვს და ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს ახალი ტიპის ხედვები სჭირდება.

“დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი. რატომ?! იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები”, – აღნიშნა ანა დოლიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ჯერჯერობით მხოლოდ ხსენებული ორი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიდავით მათიკაშვილი – სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკა მაქსიმალურ შესაძლებლობას ქმნის ინვესტორებისთვის
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე-ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი