თამარ კორძაია: არსებული ფაქტებიც საკმარისია, რომ არჩევნების შედეგები გაუქმდეს

ენმ- ძალა ერთობაშია 2020 წლის არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს. გაერთიანების წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ოპოზიციური გაერთიანება ყველა შესაბამის მტკიცებულბას გაასაჯაროებს და საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და სადამკვირვებლო მისიებს მიმართავს.

კორძაია ამბობს, რომ “ცესკოს” მიერ გამოცხადებული შედეგები საქართველოს მოქალაქეების ნებას არ ასახავს, ხელისუფლებამ იძალადა ამომრჩეველზე და გააყალბა შემაჯამებელი ოქმები.

კორძაიას ინფორმაციით, “გაერთიანებულ ოპოზიციას” 853 საჩივარი აქვს მომზადებული, რომლებიც შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ეხება. ამასთან, საქართველოში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3.5%-ს აღემატება, საზღვარგარეთ კი, იგივე მაჩვენებელი 1%-ია.

“იქ, სადაც ამომრჩეველი ზეწოლის გარეშე აძლევს ხმას, იქ, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ატარებს არჩევნებს, სხვაობა ბათილ ბიულეტენებს შორის არსებითია” – ამბობს კორძაია.

ოპოზიციური ლიდერი ამბობს, რომ ცესკოს ვებგვედზე ატვირთული 3491 შემაჯამებელი ოქმიდან შესწორების ოქმი მხოლოდ 615 შემთხვევაში შედგა, 3445 მაჟორიტარული ოქმიდან კი, მხოლოდ 590 ოქმია შესწორებული.

თამარ კორძაიას თქმით, არსებული მონაცემებიც საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, 31 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და ხელახალი კენჭისყრა დაინიშნოს.

banner
წინა სტატიაშილატვიის საგარეო უწყება – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები მთლიანობაში დაცული იყო
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდაომასალას ავრცელებს