თამარ გაბუნია – ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით პაციენტების გამოკვლევას

ვფიქრობთ, რომ ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც უკვე ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული იმ პაციენტების გამოკვლევას, რომელთაც აქვთ კლინიკური სიმპტომები და მოხვდნენ კლინიკაში ცხელებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ​ამ დროისთვის ქვეყანაში არის ოთხი ათასი ანტისხეულზე დამყარებული ტესტი, რომელიც იძლევა ორივე იმუნოგლობური განსაზღვრის საშუალებას, ასევე არის ორი ათასი სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი.

„გარდა ამისა, ჩვენ უმოკლეს ვადაში ველოდებით ორი ათას ანტიგენ ტესტს, რომლის გაკეთებაც ანალიზატორის გარეშე იქნება შესაძლებელი. მისი გამოყენება მოხდება მარტივად კლინიკების მიერ. თითოეულ კლინიკაზე გამოყოფილია ის ლაბორატორია, რომელიც გარდა ლუგარის და სხვა ლაბორატორიებისა გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას, რადგან ჩვენ თავდაპირვლად მოგვიწევს ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამოყენება და გადამოწმება დადებითი პასუხის პისიარ ტესტირებით, ეს სქემა უკვე აწყობილია. ასევე იგეგმება ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით ორი ადამიანის ტრენინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს ადამიანები მომზადებული იქნებიან ნაცხის აღების ტექნიკაში, რათა უსაფრთხოდ მოახერხონ ნაცხის აღება და გამოიყენონ ანტიგენზე დამყარებული ტესტები. მას შემდეგ რაც ეს ტესტები იქნება ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ, რომ ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც უკვე ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული იმ პაციენტების გამოკვლევას, რომელთაც აქვთ კლინიკური სიმპტომები და მოხვდნენ კლინიკაში ცხელებით. კლინიკური სიმპტომები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ გვქონდეს რაციონალური მიდგომა ტესტების გამოყენებაში. ყველას ტესტირებას სიმპტომების არქონის შემთხვევაში რაციონალური გამოსავლები ვერ ექნება და ასეთი მიდგომა ახალი ალგორითიმით გათალისწინებული არ არის“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში97%-ში უნდა დასრულებულიყო ლეტალობით – ლევან რატიანის თქმით, ყველაზე მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა
შემდეგი სტატიაისნის გამგეობა შვიდი სახლის გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს