“თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლით არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო”

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლით არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„თეა წულუკიანს თამარ ჩუგოშვილისთვის კომპეტენცია არ დაუწუნებია. მისი განცხადების ინტერპრეტაციას ნუ გააკეთებთ. მან დაუწუნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც დასაწუნია. თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო ასამბლეაში, ადამიანის უფლებების თემაზე, ქალთა უფლებებსა და სამართლებრივ საკითხებზე საკმაოდ კომპეტენტურია. თეა წულუკიანი არაკომპეტენტურობაში ალბათ პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯს გულისხმობდა. ჩუგოშვილმა ნამდვილად არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. მათი წასვლით გუნდში დეფიციტი არ შექმნილა, მაგრამ მორალურად და ადამიანურად გარკვეულ დანაკლისს განვიცდით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგზირიშვილი ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს მის შვილთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს
შემდეგი სტატია“ტრაგედია და არსებული ატმოსფერო პანკისში ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის შედეგია”