“ტრაგედია და არსებული ატმოსფერო პანკისში ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის შედეგია”

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პანკისში ჰესის გამო დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობა და ხეობაში არსებული ატმოსფერო “ჩვენი მოქალაქეების მიმარ ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის პოლიტიკისა და დამოკიდებულების შედეგია.”

ბოკერიას თქმით, მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ჰესის გამო ხეობაში მომხდარი კონფლიქტია. მისი თქმით, პანკისში მოლაპარაკებებსა და გარიგებებში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

“თუ ეს ინფორმაცია არის სწორი, და ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი დავიჯეროთ, რომ ეს ასეა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრაგედია და ის ატმოსფერო, რომელიც არის პანკისში და მთლიანად ქვეყანაში, არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი სამარცვინო რეჟიმის პოლიტიკისა და დამოკიდებულების ჩვენი მოქალაქეების მიმართ”,-ამბობს ბოკერია.

დღეს, 27 ნოემბერს, პანკისში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა, 1 კი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დაპირისპირების მიზეზი ხეობაში მშენებარე ჰესია. მცხოვრებთა ნაწილი ჰესის აშენებას ემხრობა, ნაწილი კი წინააღმდეგია.

banner
წინა სტატიაში“თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლით არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო”
შემდეგი სტატიასადაც მივლენ დახვდებათ პიკეტი – ოპოზიცია ხვალინდელი პლენარული სხდომის ჩაშლას გეგმავს