თამარ ჩუგოშვილი: თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდა, წყალში ჩაიყრება ყველაფერი

საგანგებო მდგომარეობა თუ არ გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციების და იმის იმედად ვრჩებით, რომ მოქალაქეები სრული პასუხმგებლობით შეასრულებენ რეკომენდაციებს და სახელმწიფოს არ ექნება ბერკეტები იმისთვის, რომ აღასრულოს ის ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია პანდემიასთან გასამკლავებლად, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ ახლა არ იქნა ეფექტური ზომები მიღებული და არ გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა, რასაც ქვეყანამ მიაღწია, ყველაფერი წყალში ჩაიყრება.

„თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდა, წყალში ჩაიყრება ყველაფერი, რასაც ამ ერთი თვის განმავლობაში მივაღწიეთ და ეს იქნება ძალიან მძიმე. პირადად მე, ვაპირებ მხარი დავუჭირო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას, თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ უკვე ერთი თვეა, რაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვცხოვრობთ და შესაბამისად, აუცილებელია მთავრობა მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობით მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას მოახსენოს, რას მიაღწია ამ ერთი თვის განმავლობაში, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და რის წინაშეც ვდგავართ, იმასთან გამკლავებას როგორ გეგმავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მუხლით წარუდგინა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების