თამარ ჩუგოშვილი: პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება

„პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი და ევროსაბჭოს ყველა თანამდებობის პირთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტებს გააკეთებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ აქვს.

„ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელს აღვნიშნავთ. სწორედ, ამას ეძღვნება ვიზიტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა. იქნება მიღწევებზე საუბარი, იმაზე თუ როგორ შეასრულა 20 წლის წინ აღებული ვალდებულებები საქართველომ, რა პროგრესი გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ბუნებრივია, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვსაუბრობთ რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც ამ რეგიონებშია. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდგომ, საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართება“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედია, თუმცა სათანადოდ გაშუქება და დაფასება არ ხდება – აკაკი ზოიძე
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა