გიორგი ქობულია არც ისე ცოტა ხნის განმავლობაში იყო ეკონომიკის მინისტრი, შესაბამისად, სხვადასხვა თემა, რომელიც შესაძლოა, პრობლემას წარმოადგენდეს, პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„თუ ასეთი პრობლემები არსებობს, ბუნებრივია, ჩვენი ამოცანაა, დროულად გავცეთ პასუხი ამ ამოცანებს. მთავრობის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი წყვეტს მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნის თუ გათავისუფლების საკითხებს. დანარჩენი, შიდა პოლიტიკური კონსულტაციები როგორ მიმდინარეობდა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა