თამარ ჩხეიძე: „პუტინს ცოცხალს არ დატოვებენ“

„პუტინს ცოცხალს არ დატოვებენ“, – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.
როგორც ჩხეიძე მიიჩნევს რუსეთმა უკრაინაში იმდენი საშინელება ჩაიდინა, რომ საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა. ამასთან, ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ეს ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება იქნება.
„საბჭოთა კავშირის აღდგენა პუტინის ოცნებაა. მას სურს, რომ რუსეთი იმ საზღვრებში აღადგინოს, რაც აქამდე იყო და საუკუნეების წინ რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს თავისად განიხილავს. სწორედ ამ ტიპის სიმღერები ისმოდა იმ სააგიტაციო კონცერტზე. თურმე, კავკასიაც მათია და უკრაინაც. იმაზე არაფერს ვამბობს, რა ამაზრზენი იყო ერთი ქართული წარმოშობის ქალბატონის გამოხტომა. სააგიტაციო კონცერტი კრემლისთვის არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ამბობენ პუტიობს დაუსტვინეს კიდეც,“ – ამბობს ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშილატვიაში ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, „უკრაინის დამოუკიდებლობის“ ქუჩა დაერქვა
შემდეგი სტატიაუკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის მტაცებლური გზის მხოლოდ დასაწყისია – პოდოლიაკი