თამარ ჩერგოლეიშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

თამრ ჩერგოლეიშვილის ქმედება სასამართლომ სამართალდარღვევად ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლის თანახმად მან ჩერგოლეიშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 16 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ხარაჩოზე თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ ფლაერის გაკვრას, რის გამოც ის აქციის კიდევ 2 მონაწილესთან ერთად დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს მოქალაქეთა ჯგუფი ქალაქში საქართველოში გაზპრომის შემოსვლას აპროტესტებდა. მომდევნო დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხალხმრავალი აქციაც გაიმართა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელს პარლამენტში მოუსმენენ