თამარ ბელქანია: ის რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება თავად აფხაზეთს დაღუპავს

“ურთიერთობის დასალაგებლად დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. აფხაზეთში უნდა გააცნობიერონ რომ რეალური საფრთხე უფრო მეტია ვიდრე შამბას ჩანაცვლება დროებითი პერსონით. მარტამდე ერთი თვეა და გარანტია რომ ისევ არ გაყალბდება საპრეზიდენტო არჩევნები არ არსებობს. კლანებს შორის დაპირისპირებას კი უბრალოდ დრო მიაქვს. აფხაზეთი იკარგება არა საქართველოსთვის არამედ ზოგადად.
1. უნდა დაიწყოს მოლაპარაკება და მაგიდასთან სუფთა წარსულის ადამიანები დაჯდნენ-ასეთები კი არიან.
2. მედიამ უნდა დაიწყოს აფხაზეთის ყოველდღიურობის გაშუქება.
3. უნდა დაიწეროს აფხაზეთის ობიექტური ისტორია.
ის რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება თავად აფხაზეთს დაღუპავს”,-წერს თსუ პროფესორი თამარ ბელქანია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიისანში მეორეულების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაქავთარაძის ქუჩაზე, სამშენებლო ბაზრობაზე ხანძარია