თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას ნასროლი რეზინის ტყვია მიუტანა

ერთგვარი მტკიცებულებაც მაქვს მე მოტანილი, თქვენ ისაუბრეთ ტყვიაზე. ეს არის ის ტყვია, რომელიც მე მხარში მომხვდა, გულს აცდა და ამიტომ გადავრჩი ასე ვთქვათ. ასევე წაგიკითხავთ რა არის ეს ტყვია და მერე რა თქმა უნდა გადმოგცემთ წყაროებსაც, რომ გაეცნოთ. აქ წერია, “ახლო დისტანციიდან ამ ტყვიის სროლა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ან ფატალური შედეგი. არ გამოიყენოთ ადამიანების წინააღმდეგ. ასევე ქართულ ვერსიებშიც არის ეს ყველაფერი ნათარგმნი, რომ შეუძლია გამოიწვიოს სამიზნის დაზიანება ან სიკვდილი, ნარინჯისფერი ტყვია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი ამ ანალოგებს შორის ყველაზე ძლიერია.

მე, ბატონო მინისტრო, ვიყავი 20 ივნისის აქციაზე, როგორც ჟურნალისტი. მე ხელში არ მჭერია არანაირი იარაღი. ერთადერთი მეკავა მიკროფონი. არც აგრესიაზე გადავსულვარ სპეცრაზმის წინააღმდეგ. მე ვიდექი და ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ გვესროლეთ აი ეს ტყვიები, რომლებიც ადამიანების სიკვდილს იწვევს. რატომ ხართ თქვენ ჯერ კიდევ თქვენს თანამდებობაზე, 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ? თქვენ ხომ იცით, რომ საქართველოში ამას არ პატიობენ? რატომ გვესროლეთ ეს ტყვიები, რომლის გამოყენებაც ადამიანების წინააღმდეგ არ შეიძლება? “

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავსი ღონისძიებებისთვის, გამოყენებული არ ყოფილა
შემდეგი სტატიათუ სისხლიანი ჯალათი გავხდი, ესეც ჩემი ტვირთია – ამ ფრაზით უპასუხა გიორგი გახარიამ თამარ ბაღაშვილის რჩევას, რომ გადამდგარიყო