თუ სისხლიანი ჯალათი გავხდი, ესეც ჩემი ტვირთია – ამ ფრაზით უპასუხა გიორგი გახარიამ თამარ ბაღაშვილის რჩევას, რომ გადამდგარიყო

თუ სისხლიანი ჯალათი გავხდი, ესეც ჩემი ტვირთია – ამ ფრაზით უპასუხა გიორგი გახარიამ თამარ ბაღაშვილის რჩევას, რომ გადამდგარიყო, რადგან მან 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ ლეგიტიმაცია დაკარგა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მზად არის ეს ტვირთი აიღოს, თუკი ამის შემდეგ ქვეყანაში ყველამ გაიგოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი შტურმის მიტანა ქვეყნის განვითარებასთან შეუსაბამოა.

“მე თუ გავხდი ხალხში თვალში სისხლიან ჯალათი ეს ნიშნავს იმას,რომ ესეც ჩემი ტვირთია,რომელსაც როგორმე, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა არის შეუძლებელი ქვეყნის განვითარებისთვის შეუსაბამო, მე მა ტვირთს როგორმე ვატარებ ქალბატონო თამარ, ბოდიში,”-განაცხადა გახარიამ.

თქვენ ხალხის თვალში უკვე გახდით სისხლიანი ჯალათი, მე მგონი სჯობს – გადადექით – მიმართა შს მინისტრს „რუსთავი2“-ის ჟურნალისტმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას ნასროლი რეზინის ტყვია მიუტანა
შემდეგი სტატიაპოლიციას 02:00 საათამდე არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი