თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილი გოგონას მამისთვის დაზარალებულის სტატუსის აღდგენას ითხოვს.

მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატრაში საჩივარს ხვალ შეიტანს და მოითხოვს, გაუქმდეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის და საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს.

რამიშვილის ინფორმაციით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სტატუსი 23 დეკემბერს, მას შემდეგ გაუუქმეს, რაც პროგრამისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმის წარმოება შეწყდა

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
შემდეგი სტატიაWHO–ს ექსპერტები ვუჰანში კორონავირუსის ცხოველური წარმოშობის შესასწავლად ჩავიდნენ