WHO–ს ექსპერტები ვუჰანში კორონავირუსის ცხოველური წარმოშობის შესასწავლად ჩავიდნენ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩავიდნენ.

13 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი, კვლევებს სწორედ, იმ ქალაქში ჩაატარებს, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა. მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ არის თუ არა კორონავირუსი ცხოველური წარმოშობის.

ჩინეთში ჩაფრენამდე ყველა მათგანი კორონავირუსზე დაიტესტა. ორი მეცნიერი, რომელთა ტესტის პასუხი დადებითი იყო, ხელმეორე ტესტამდე, სინგაპურში დარჩება.

“ექსპერტები, თავიანთ საქმიანობას ორ კვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაუყონებლივ შეუდგებიან” – წერენ WHO–ს ტვიტერზე.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს
შემდეგი სტატიაბოკერია ივანიშვილზე – აღმაშფოთებლად სასაცილოა