რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის ლიდერს აცრა ანკარის საავადმყოფოში გაუკეთდა.

ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ერდოღანმა სოციალურ ქსელს „ტელეგრამში“ გაავრცელა.

მანამდე ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაუტარდათ ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩასა და კორონავირუსის საკითხზე მომუშავე სამეცნიერო კომიტეტის წევრებს.

ჩინური წარმოების პრეპარატით „სინოვაკით“ ვაქცინაცია თურქეთში დღეიდან დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტზე
შემდეგი სტატიათამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს