თალაკვაძე – სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა

პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„სამართლებრივი არგუმენტები როცა არ გაქვს, ვეტოს გამოყენება ერთადერთს ემსახურება, როგორმე გახანგრძლივდეს დაძაბულობა და ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს.ეს არის სახელმწიფოსა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული იმ მოქალაქეების ხარჯზე, ვინც საინფორმაციო პროპაგანდით, რიგ შემთხვევაში, თანამოაზრეობით და გულწრფელი პროტესტით ქუჩაში გამოვიდა. პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს ქვეყანაში სტაბილურობასა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა: „ნამდვილად ვაპირებ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ვეტო დავადო, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა“.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობს, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს
შემდეგი სტატია20-მდე პოლიციელი მეუბნებოდა, გენაცვალეთ მარჯვენაშიო – ელისაშვილი