თალაკვაძე – ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას.

თალაკვაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და ეს დასკვნები კანონპროექტების მიღების პროცესში აქტიურად იქნება განხილული.

,,ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმმა გაუფრთხილებლად, სააღდგომოდ ენგურის ხიდი ჩაკეტა
შემდეგი სტატიაკახი კავსაძის ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს