თაკო ჩარკვიანი: . საუკუნეების განმავლობაში უზურპატორები სტილს არ იცვლიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2020 23:02

თაკო ჩარკვიანი: . საუკუნეების განმავლობაში უზურპატორები სტილს არ იცვლიან

ამ დიპლომატიურ კორპუსს უსუსურებს კი არ ვუწოდებ, უბრალოდ ვახსენებ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმ, თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მან ისტორიიდან ქეთევან დედოფლის წამების მაგალითი მოიყვანა, როდესაც მისი თქმით, ელჩები ბარბაროსული ქმედების მიმართ უსუსურები აღმოჩნდნენ.

„ერთ-ერთი მემატიანე, წყარო წერს, რომ ქეთევან წამებულის დროს, მისი წამების დროს, როდესაც მრავალი ელჩი ესწრებოდა ამ ბარბაროსულ გადაწყვეტილებას, ელჩებმა ვერ გააკეთეს ვერაფერი. მახსოვს ბავშვი ვიყავი და დედაჩემს ვუთხარი, კი მაგრამ, თუ ამდენი უცხოელი იქ იჯდა, როგორ ვერავინ ვერაფერი ვერ გააკეთა-მეთქი. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ელჩები იყვნენ უსუსურები.

მე ახლა ამ დიპლომატიურ კორპუსს კი არ ვუწოდებ, რომ უსუსურები ხართ-მეთქი, მე უბრალოდ ვახსენებ მათ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს. მაშინაც მიმართა და დაანახა ელჩებს, რომ რასაც მინდა, იმას გავაკეთებ და თქვენ თვალწინ დავსჯიო.

ახლა მინდა, დიდი თხოვნით, მორიდებით და პატივისცემით მივმართო არაჩვეულებრივ დიპლომატთა კორპუსს, ჩვენს მეგობრებს, რომელთა იმედი გვაქვს ხალხსა და ოპოზიციას, რომ თქვენ თვალწინ ყველას ჩვენ ერთად, თქვენ, საერთაშორისო დამკვირვებლებს, ელჩებს, ჩვენს მეგობრებს, ხალხს სათავეში მყოფი აღვირახსნილი, კანონის ჩარჩოებიდან გასული ეს უზურპატორი გვეუბნება, რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, როგორც მინდა, ისე დავსჯი ხალხსო. ეს არის მისი ნაბიჯი. საუკუნეების განმავლობაში უზურპატორები სტილს არ იცვლიან“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2020 23:02