თაღლითობის ბრალდებით 5 ადამიანი, მათ შორის შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს.

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისააკაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე
შემდეგი სტატიაგორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა