თადუმაძე უბრალოდ ტყუოდა, რაც დადასტურდა, გომურის დაზარალებულად ცნობა იყო იძულებითი ნაბიჯი- ხოშტარია

გომურის დაზარალებულად ცნობა იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგან ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას უნდათ, რომ ეს ღამე იყო არა დარბევის, არამედ, ვითომ რაღაც ძალადობის მოგერიების ღამე – აცხადებს ,,ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია. ხოშტარია გენერალურ პროკურორს ტყუილში ადანაშაულებს.

“თადუმაძე უბრალოდ ტყუოდა, როცა თქვა, დაზარალებულად ცნობისთვის საკანონმდებლო ბარიერი არსებობდა, რაც ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ხელისუფლება ისევ იგივე პოლიტიკას აგრძელებს. მას უნდა, რომ მინიმალური რაოდენობა იყოს აღიარებული დაზარალებულად. არ ცნეს, სულაშვილი, რომელმაც ასევე დაკარგა თვალი, კობა ლეთოდია, რომელსაც ორივე თვალში არ აქვს მხედველობა, ბევრი სხვა ჟურნალისტები და მოქალაქეები. გომურის დაზარალებულად ცნობა იყო იძულებითი ნაბიჯი, მინიმალურ რაოდენობას ტოვებენ, რადგან ბიძინა ივანიშვილსა და გახარიას უნდათ, რომ ეს ღამე იყო არა დარბევის, არამედ, ვითომ რაღაც ძალადობის მოგერიების ღამე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიმგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაიფიქრა – ბესელია
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი : 40-მდე მაჟორიტარი მხარს არ უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას – 2021 ან 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები იქნება